Vakhoswine.Ge


555-12-23-34 ვახტანგ ბერუაშვილი



ვახტანგ ბერუაშვილი,მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (36)

 

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ყველაფერი დაიწყო 1996 წელს ელიავაზე ნაყიდი 200 კგ რქაწითლით და გარაჟში ე.წ. სპირტის ბოჭკაში ჩაწურული ყურძნით. შემდგომში ღვინისა და ვაზის უზომო სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა 1998 წელს გვეყიდა თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი და აგვეშენებინა მარანი. ჩვენს მარანში იწურებოდა და იწურება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყურძნის ჯიშები, გამუდმებით ვიყავით ძიებაში და ექსპერიმენტებში, რამაც საბოლოოდ მაინც მიგვიყვანა ქვევრამდე. 2011 წლიდან ჩვენს მარანში ყოველ წელს იწურება ქვევრში ყურძენი. ბიძგის მომცემი, რომ ჩვენი მარნისთვის ოფიციალური სტატუსი მიგვეცა, იყო 2015 წლის "ახალი ღვინის ფესტივალი", რომელშიც დიდი მორიდებით პირველად მივიღეთ მონაწილეობა. ხალხისა და ღვინის სპეციალისტების მიერ ჩვენი ღვინის მოწონებამ გაგვათამამა და 2017 წელს დავაარსეთ მარანი "ვახტანგური."                 

ღვინის შესახებ


საფერავი

საფერავი — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობა - დიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე „განჯური საფერავი“.

საფერავი
85


პინო ნუარი

Pinot Noir ან Pinot Noir მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ღვინოა. კლასიკური ჯიშის ყურძნის ჯიში შეიძლება მოიძებნოს ძირითადად გრილ ღვინის რეგიონებში, როგორიცაა ფრანგული ბურგუნდია ან გერმანია, სადაც ის შემდეგ იყიდება Spätburgunder ან Blauburgunder სახელწოდებით.

პინო როზე


კაბერნე სოვინიონი

 

კაბერნე სოვინიონი ფრანგული ვაზის ჯიში, შეტანილია საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ფრანგ მევენახეთა შორის კაბერნე სოვინიონი ცნობილია მრავალი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებით (სინონიმით), მათ შორის უფრო ცნობილია პტი კაბერნე, ვიდიური, ვენ დიური, მარშოპეტი და სხვ. საბჭოთა კავშირში მას შეცდომით ლაფიტსა დალაფეტს უწოდებედნენ (პ. ბოლგარევი).

კაბერნე სოვინიონი


მაღრანული ქისი

 

ქისი ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს.

ადგილობრივ მევენახეთა შორის და მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში ქისის სინონიმები ცნობილი არაა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ თელავის რაიონის ზოგიერთ სოფლებში მას შეცდომით ეძახიან წობენურას (სოფ. ქისტაური) და დამპალას (სოფ. ხოდაშენი).

მაღრანული ქისი


გორული მწვანე

 

გორული მწვანე, ქვიშხური — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, საგვიანო პერიოდის.

ყლორტების 80-90% ნაყოფის მომცემია. საშუალო მოსავლიანობა 80 ც/ჰა-ზე. ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის I ნახევარში. შაქრიანობა საშუალო 21,6-22%, მჟავიანობა 9-100/00-მდე. გორული მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია.

გორული მწვანე


რქაწითელი

რქაწითელი — ქართული თეთრყურძნიანი ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. 

რქაწითელი


ცოლიკოური

 

ცოლიკოური (სინ.: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური და სხვა) — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდისაა.ცოლიკაურის მტევანი, აგვისტო

იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ფართობის მიხედვით რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უკავია საქართველოში.

ცოლიკოური


კრახუნა

კრახუნა — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის აბორიგენული ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი.

კრახუნა


ჩინური

 

ჩინური, აგრეთვე კასპური, კასპური თეთრი, ატენური — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია.

ივ. ჯავახიშვილის აზრით, სახელი უნდა მომდინარეობდეს ზეთისხილის ფოთლის ფერიდან, რომელსაცძველ საქართველოში ჩინს უწოდებდნენ.



 

ჩინური


Vakhoswine.Ge

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი,ჩვენი მარანი მდებარეობს თბილისთან ახლოს თიანეთის გზატკეცილზე სოფელ:ლელუბანში.555-12-23-34 ვახტანგ ბერუაშვილი