Vakhoswine.Ge


მწვანე



მანავის მწვანე

 
მწვანე კახური — ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გეოგრაფიული დარაიონების მიხედვით ეკუთვნის კახეთის ვაზთა ჯიშთა ჯგუფს. ერთ-ერთი უძველესი ქართული საღვინე ჯიშია, რომელიც რქაწითელზე ადრე ჩამოყალიბდა. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. კახური მწვანის ჯიშიდან დგება მაღალხარისხიანი კლასიკური (ევროპული) და კახური ტრადიციული (ქვევრის) ღვინოები, როგორც სუფრის, ასევე მხარისა და ადგილწარმოშობის. 1885 წლის ერთი ცნობის მიხედვით (ვ. გეევსკი, გ. შარერი) მწვანიდან საუკეთესო ღვინო დგებოდა ახმეტაში ნინო ჩოლოყაშვილის, ხორხელში კი თამარ ანდრონიკაშვილის ზვრებში მოწეული მწვანე კახურიდან. გარკვეული რაოდენობით მწვანეს ძალზე ხშირად უმატებენ რქაწითელს, მეტი სურნელისა და სინაზისათვის, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა კახეთის სხვადასხვა რეგიონში მოწეული მწვანედან დაყენებულმა ქვევრის ღვინოებმა.

მწვანე

Vakhoswine.Ge

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი,ჩვენი მარანი მდებარეობს თბილისთან ახლოს თიანეთის გზატკეცილზე სოფელ:ლელუბანში.555-12-23-34 ვახტანგ ბერუაშვილი