Vakhoswine.Ge


ღვინის შესახებ



ვახტანგ ბერუაშვილი,მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (36)

 

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ყველაფერი დაიწყო 1996 წელს ელიავაზე ნაყიდი 200 კგ რქაწითლით და გარაჟში ე.წ. სპირტის ბოჭკაში ჩაწურული ყურძნით. შემდგომში ღვინისა და ვაზის უზომო სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა 1998 წელს გვეყიდა თბილისთან ახლოს მიწის ნაკვეთი და აგვეშენებინა მარანი. ჩვენს მარანში იწურებოდა და იწურება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყურძნის ჯიშები, გამუდმებით ვიყავით ძიებაში და ექსპერიმენტებში, რამაც საბოლოოდ მაინც მიგვიყვანა ქვევრამდე. 2011 წლიდან ჩვენს მარანში ყოველ წელს იწურება ქვევრში ყურძენი. ბიძგის მომცემი, რომ ჩვენი მარნისთვის ოფიციალური სტატუსი მიგვეცა, იყო 2015 წლის "ახალი ღვინის ფესტივალი", რომელშიც დიდი მორიდებით პირველად მივიღეთ მონაწილეობა. ხალხისა და ღვინის სპეციალისტების მიერ ჩვენი ღვინის მოწონებამ გაგვათამამა და 2017 წელს დავაარსეთ მარანი "ვახტანგური."                 

ღვინის შესახებ

Vakhoswine.Ge

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი,ჩვენი მარანი მდებარეობს თბილისთან ახლოს თიანეთის გზატკეცილზე სოფელ:ლელუბანში.555-12-23-34 ვახტანგ ბერუაშვილი