Vakhoswine.Ge
 

გორული მწვანე

 

გორული მწვანე, ქვიშხური — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, საგვიანო პერიოდის.

ყლორტების 80-90% ნაყოფის მომცემია. საშუალო მოსავლიანობა 80 ც/ჰა-ზე. ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის I ნახევარში. შაქრიანობა საშუალო 21,6-22%, მჟავიანობა 9-100/00-მდე. გორული მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია.

იყენებენ ევროპული, სადესერტო და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. გორული მწვანედან დგება ძალზე ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები ლაიმის, მინდვრის ყვავილებისა და მაისის თაფლის სურნელებით. ჩინურთან ერთად კუპაჟში მისგან მზადდება განსაკუთრებული გემური თვისებების მქონე ცქრიალა ღვინო. გარდა ამისა, ისტორიულად გორულ მწვანესა და ჩინურის ნარევს თავკვერის ტკბილზე და ჭაჭაზე ადუღებენ და იღებენ ცნობილ ნაზ ღვინოს, ხიდისთაურს.

გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაოდენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. ქართლში და ზემო იმერეთში გავრცელებული ქვიშხური იგივე გორული მწვანეა.

70 -ჯერ არის ნანახი
0 კომენტარების სივცრცე


reload, if the code cannot be seen
კომენტარი არ არის გაკეთებული

Vakhoswine.Ge

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი,ჩვენი მარანი მდებარეობს თბილისთან ახლოს თიანეთის გზატკეცილზე სოფელ:ლელუბანში.555-12-23-34 ვახტანგ ბერუაშვილი