Vakhoswine.Ge


ქისი



ქისი

 

ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ისიც ადგილობრივ, კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერთა აზრით. ქისს შუალედური ადგილი უჭირავს მწვანესა და რქაწითელს შორის, ზოგიერთი მას ამ ორი ჯიშის ბუნებრივ ჰიბრიდად მიიჩნევს. საშუალო პერიოდისაა. შედარებით მცირემოსავლიანი. მისგან დგება კლასიკური (ევროპული) და კახური ტრადიციული (ქვევრის) ღვინოები.


მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჯიშური სასიამოვნო არომატითა და ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხოლო კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქია და სხეულიანი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,7-8,5 გ/ლ-ს. მოსავლიანიბა 55-80ც/ჰა. მდგრადობა სოკოვანი დაავადებების მიმართ, შედარებით სუსტია.

ქისი

Vakhoswine.Ge

ვახტანგ ბერუაშვილის საოჯახო მარანი,ჩვენი მარანი მდებარეობს თბილისთან ახლოს თიანეთის გზატკეცილზე სოფელ:ლელუბანში.555-12-23-34 ვახტანგ ბერუაშვილი